სურამის ღვთაების ეკლესია
ეკლესია დარბაზულია (12,2 X 5,6 მ), ნაგებია ქვის დიდი კვადრებით და რიყის ქვით, შეკეთებულია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია თითო ჩაღრმავებული ჯვარი. სამხრეთ ფასადზე სპილენძის ფირფიტაზე სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე დაშენებულია აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო.
მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."
Comments
Post a Comment