იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

იტრიის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, ყოფილ სოფელ იტრიაში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.
მის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“.
მონასტერი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენებია თეთრი თლილი ქვით. მონასტერი სამნავიანია. შუა ნავი გვერდით ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა. მონასტერი არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით, სარდაფებით. აქ სარკმელების, კარების და კედლების მორთულობა დახვეწილია, რაც მონასტრის საერთო არქიტექტურულ მთლიანობას ერწყმის და შესანიშნავ ელფერს აძლევს.
იტრიის მონასტერმა მრავალგზის განიცადა აოხრება. 1889 წლის ზაფხულში სურამში იმყოფებდა ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც იტრიის მონასტერი მოინახულა. 1890 წელს გამოცემულ წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა“ იგი ვრცლად აღწერს იტრიის მონასტერს.
1960-61 წლებში იტრიის მონასტერს აღმოსავლეთ კედლის ნაწილი ჩამოინგრა, რომელიც 1964 წელს აღადგინეს. ამჟამად იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი დედათა მონასტერია.
  


                                                                                                         მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."

Comments

Popular posts from this blog

სურამის ამაღლების ეკლესია

სურამის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია