იტრიის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ხაშურის მუნიციპალიტეტის , დაბა სურამში , ყოფილ სოფელ იტრიაში. თარიღდება XVI - XVII საუკუნეებით . შეკეთებულია XIX საუკუნეში . კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი. მის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“. მონასტერი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენებია თეთრი თლილი ქვით. მონასტერი სამნავიანია. შუა ნავი გვერდით ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა. მონასტერი არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით, სარდაფებით. აქ სარკმელების, კარების და კედლების მორთულობა დახვეწილია, რაც მონასტრის საერთო არქიტექტურულ მთლიანობას ერწყმის და შესანიშნავ ელფერს აძლევს. იტრიის მონასტერმა მრავალგზის განიცადა აოხრება. 1889 წლის ზაფხულში სურამში იმყოფებდა ისტ...
Comments
Post a Comment