სურამის წმინდა მარინეს ეკლესია
მათე ნაკაშიძის ფოტო
სურამის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ხაშურის
მუნიციპალიტეტის დაბა სურამის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ ბუღაურის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,6 X 5,3 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს.
მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."
Comments
Post a Comment