ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი — მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში. მუზეუმი განთავსებულია სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლში, მუზეუმის ფონდებში დაცულია ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი იყო გიორგი ლეონიძე. მუზეუმის წინ აღმართულია თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული ლესიას ძეგლი
მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."
Comments
Post a Comment