სურამის ციხე

                                                                                                                           მათე ნაკაშიძის ფოტო

სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოშიშიდა ქართლშიხაშურის მუნიციპალიტეტისდაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.
უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი ის არის, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს:
„სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“
იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას „ზურაბის ციხე“.
ანალოგიური ლეგენდა არსებობს რაჭაში, სოფელ წესში არსებულ მინდა ციხისსიღნაღის ციხისილორის წმინდა გიორგის ეკლესიისკელასურის კედლის შესახებაც.
მსგავსი შინაარსის თქმულებები გავრცელებულია მსოფლიოს სხვა ხალხის ფოლკლორშიც. მას იცნობს: რუმინულიუნგრულისერბიულიგერმანულიბერძნულიბულგარულისპარსულიიაპონურიინდურიბირმული და სხვ. ფოლკლორი. მშენებლობისას კედელში ჩაშენებული მსხვერპლის სიუჟეტს სპეციალისტები „მოხეტიალე სიუჟეტების“ რიცხვს აკუთვნებენ.

                                                                                                         მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."

Comments

Popular posts from this blog

სურამის ამაღლების ეკლესია

იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

სურამის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია