ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამისჩუმათელეთის უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,15X6,5 მ), ნაგებია კირქვის ნატეხი ქვითა და თლილი კვადრებით. შესასვლელი დასავლეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ღრმა ნიშია. ორი სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედელშია, თითო დასავლეთისა და ჩრდილოეთისაში. დასავლეთის ფასადზე არქიტრავითგადახურული კარი მოჩარჩოებულია ორმაგი ნახევარწრიული ლილვით. კედლები დასრულებულია ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდნით.
მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."
მასალა მოძიებულია "ვიკიპედიიდან."
Comments
Post a Comment